ლამარა ბოლქვაძისა და სერგო მოსესოვის მემორიალური დაფის გახსნა 

11 სექტემბერი 2025, 14:04 121 ნახვა

მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ლამარა ბოლქვაძისა და სერგო მოსესოვის მემორიალური დაფა გაიხსნა. ლამარა ბოლქვაძე იყო საპატიო ბათუმელი და არაერთი მედლისა და ორდენის კავალერი. 1965-78 წლებში იკავებდა აჭარის კულტურის მინისტრის თანამდებობას, ის იყო აჭარის ტელევიზიის პირველი დირექტორი.

სერგო მოსესოვი კი 1961 წლიდან ბათუმის გრეხილი ავეჯის ფაბრიკის დირექტორად მუშაობდა. 1974-92 წლებში კი ბათუმის ხის დამამუშავებელ კომბინატს ხელმძღვანელობდა.

იგი აქტიურად მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წლების განმავლობაში იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სიგელითა და მედლით, მათ შორის მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული ინჟინერის წოდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი