შეფასებები ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

12 სექტემბერი 2025, 14:09 104 ნახვა

დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ მოინახულა. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ  განაცხადა, ხაბეიშვილი თავს მხნედ გრძნობს. მისივე განმარტებით, დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერს ბრალს ოფიციალურად დღეს, 16:00 საათზე წაუყენებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დაკავებას პოლიტიკოსები აფასებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ და ლევან ხაბეიშვილს პოლიტმატიმრად მიიჩნევენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი