ბორჯომში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო პრემიერ-მინისტრი. მან პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მიიღო.
პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას, მათ შორის დაგეგმილია გასართობი, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკების განახლება.
აქტიურ ფაზაშია პარკის სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია პადელის სამი კორტის მშენებლობა, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სტადიონისა და სკეიტპარკის მოწყობა.