საქველმოქმედო კონცერტი ხელვაჩაურში

12 სექტემბერი 2025, 20:10 149 ნახვა

ანსამბლ “ათძალის” სოლისტის ბონდო ნაგერვაძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა დღეს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში. ღონისძიებაში მონაწილეობა რა თქმა უნდა ანსამბლმა”ათძალმა, ასევე კულტურის ცენტრთან არსებულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა მიიღეს.

ბონდოს დასახმარებლად გაერთიანდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები, მათ შორის მზიკო ფარტენაზე, გიორგი ნაკაშიძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მერაბიკო დოლიძე, ტატო გაბელია და გურანდა დოლიძე, რომლის ორგანიზებითაც გაიმართა დღევანდელი ღონისძიება.

ათძალის” სოლისტს, ბონდო ნაგერვაძე მძიმე დაავადებას ებრძვის და მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. სწორედ ამ მიზნით გაერთიანდნენ მისი მეგობრები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი