პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ

13 სექტემბერი 2025, 14:57 287 ნახვა

ბათუმში, სულეიმან დიასამიძის ქუჩის მცხოვრებლები საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ  მშენებლობას აპროტესტებენ. ყვებიან, რომ დამკვეთი, თავდაპირველად 4 სართულიანი ბინის მშენებლობას დაპირდა, თუმცა 2016 წელს  კიდევ 2 სართულის დამატების უფლება მოიპოვა, რის ხარჯზეც გაზრდილი კოეფიციენტის პირობებში საკუთრებაში სავალი გზის ნაწილი გადაეცა.

ადგილობრივების განცხადებით, საერთო სარგებლობის სავალი გზის ჩახერგვა აჩენს საფრთხეს, რომ საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი დახმარების ავტომანქანები კერძო სახლებამდე ვერ მივა.  ამასთან, უკვე შექმნილია საპარკინგე ადგილების პრობლემა. მოქალაქეები მიუთითებენ, სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზეც.

ადგილობრივების მტკიცებით, დახმარებისთვის არაერთ უწყებას მიმართეს, თუმცა უშედოგოთ. სულეიმან დიასამიძის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერების თხოვნით, ქალაქის მერიას კიდევ ერთხელ მიმართავენ.უწყებისგან პასუხს ველოდებით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი