გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით - მიხეილ ყაველაშვილი

15 სექტემბერი 2025, 11:16 107 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით.

"ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება.

ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენს გვერდით დგანან მასწავლებლები. ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები. ღირებულებების, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს.

ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს", - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი