2025 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას 4.4 მლრდ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
მიმდინარე წლის იგივე საანგარიშო პერიოდში, სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით - 16.3 მლრდ. აშშ. დოლარამდე გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.