სულხან თამაზაშვილმა სოფელ ხიხაძირში, ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

15 სექტემბერი 2025, 15:35 206 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში, ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულხან თამაზაშვილმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

"მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდეთ თანაბარი წვდომა თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.

სსიპ სერგო ჯაიანის სახელობის საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სრული რეაბილიტაციის შედეგად განახლდა, როგორც შიდა, ასევე, გარე ინფრასტრუქტურა.

სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 1 808 000 ლარი შეადგინა.

2025 წელს აჭარაში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი