დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს აჭარაში 6 152 პირველკლასელია.
აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ექვსივე მუნიციპალიტეტში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას.
წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია.