შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებული არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე.
ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ასევე, შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის.