საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელ ჭაპალასა და მაშავერას ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გახსნა.
მინისტრის მოადგილემ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებებით სავსე დღეები უსურვა.
ორივე სკოლის შენობა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.