„სატყეო სკოლა 2025" დასრულდა

16 სექტემბერი 2025, 10:01 98 ნახვა

„სატყეო სკოლა 2025“ დასრულდა. სკოლაში საქართველოს რეგიონიდან  50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „სატყეო სკოლა” მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ტყეების მნიშვნელობა ეროვნული და გლობალური მასშტაბით; ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში; კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეებზე; ბუნებრივი საფრთხეები და ტყის ხანძრები; ტყის აღდგენა-გაშენება და თესლების წარმოება;დაცული ტერიტორიები და ეკოტურიზმი; ტყის ინვენტარიზაცია, ტაქსაცია, დაავადებები და მავნებლები; მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება და დასაქმების შესაძლებლობები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი