სავარაუდოდ, დღეს უნდა წარედგინოს ბრალი ელენე ხოშტარიას. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველმა უკვე მოინახულა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს გამოძიება 14 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება.
პოლიტიკოსი გუშინ საკუთარ სახლთან დააკავეს.