ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას რომ "კურიერმა" მოიპოვა ჩვენება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელს "ჰექსოგენის" საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მისცა.
ჩვენებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოაგზავნეს.
სახელდება კონკრეტული სახელი და გვარი - ესბეუ-ს წარმომადგენელი ვლადიმერ სტადნიკი.
დაკავებული პირი ამტკიცებს, რომ კიევში შეხვედრამდე და ასაფეთქებელის ავტომანქანაში დამაგრებამდე არ იცნობდა უკრაინის სპეცსამსახურების არცერთ წარმომადგენელს.
ასევე ამტკიცებს, რომ ნივთიერება რუსეთში, "ობობას ქსელი 2" - ის მოსაწყობად იყო განკუთვნილი, თუმცა, როგორც უწყებაში უკვე განაცხადეს, ამაზე არცერთი სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა.