გასაუბრება აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან

17 სექტემბერი 2025, 12:05 198 ნახვა

ორ საათში გახდება ცნობილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის ვინაობა. თანამდებობის მსურველი ორი კანდიდატია: აკაკი ბერიძე და ნიკოლოზ მეგრელიშვილი. ბორდის წევრებთან გასაუბრება ამ წუთებში იწყება. ისინი მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას წარადგენენ.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს პოტენციურ დირექტორებთან მაუწყებლის საჭიროებებსა და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული კითხვები ექნებათ.

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის ვინაობა დღესვე, კენჭისყრის შედეგად, გახდება ცნობილი.

ტელევიზიის დირექტორი სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც დაკავებული თანამდებობა პირადი განაცხადის საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი