აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.
აკაკი ბერიძის და ნიკოლოზ მეგრელიშვილის კანდიდატურებს სამეურვეო საბჭოს არც ერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა და შესაბამისად კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონკურსი ხელახლა გაიმართება და ის ორ ეტაპად ჩატარდება.
კონკურსის გამოცხადების თარიღს სამეურვეო საბჭო მომდევნო სხდომაზე განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ტელევიზიის დირექტორი სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი 12 აგვისტოს გამოაცხადა.