თაღლითობის საქმეზე დაკავებულს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა

17 სექტემბერი 2025, 14:05 96 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის მსახიობი საიმონ ლევიევი საექსტრადაციო  პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა პროკურატურა და მიუთითებდა, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობდ ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მისი მიმალვის საფრთხე. 

სამართალდამცავებმა ბათუმის აეროპორტში ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის გმირი და "თაღლითი რომეოს" სახელით ცნობილი საიმონ ლევაევი  14 სექტემბერს   დააკავეს.   იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

უცხოური მედიის ცნობით,  ლევიევი თავს ბრილიანტებით მოვაჭრედ ასაღებდა და  ქალებს თაღლითობით ფულს სძალავდა. 

ბრალდებული საქართველოში, წინასწარ პატიმრობაში დარჩება, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი