შუახევური საღამო - ფოლკლორული კონცერტი საზაფხულო თეატრში

18 სექტემბერი 2025, 19:48 144 ნახვა

ბათუმის საზაფხულო თეატრში  ფოლკლორული ღონისძიება ,,შუახევური საღამო“ მიმდინარეობს.

საღამოს მონაწილეები შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები  -,,შუახევი“, ,,მარეთი“, ,,ჭვანა“, ,,ნაი“, ,,ფესვები“ და ,,ზე-კართან“ არიან.

ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ნომრებთან ერთად სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა, რომელიც შუახევის კულტურულ ცხოვრებას ასახავს.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო   ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და გამოფენა ,  წარმოდგენილია სამუზეუმო ექსპონატები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები და აჭარული ნაქარგობები.

„შუახევური საღამო“  ხელოვანებსა და  ადგილობრივ ოსტატებს აერთიანებს, რაც ხელს უწყობს როგორც ტურისტული, ისე კულტურული მიმართულებით რეგიონის წარმოჩენას.

ღონისძიების მიზანია შუახევის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, უნიკალური ფოლკლორისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი