პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

19 სექტემბერი 2025, 10:16 111 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1971 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული გ.გ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი