GCCA-მა ბათუმის თევზის ბაზრობის საქმეზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დაადასტურა

19 სექტემბერი 2025, 12:13 103 ნახვა

GCCA-მა შპს ,,პოსეიდონი 2022-ის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც შპს „გოლდენ ფიშ ბათუმსა“ და შპს ,,ზუნდაგს“ შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დადასტურდა.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, ამასთან, არ დადასტურდა შპს „გოლდენ ფიშ ბათუმის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ მოკვლევისათვის რელევანტური პერიოდის განმავლობაში (2022-2024 წლები) აღნიშნული ეკონომიკური აგენტი ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას არ ფლობდა.

შესაბამისად, კანონდარღვევასთან დაკავშირებული ეჭვი სავარაუდო სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის/აგენტების სასარგებლოდ გადაწყდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი