სამეცნიერო კონფერენციის პარალელურად სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე სამეცნიერო ფესტივალს „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ მასპინძლობს. ფესტივალი საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროების ორგანიზებით ტარდება.
მის ფარგლებში უნივერსიტეტის შენობაში მოეწყო გამოფენა, წარმოდგენილი იყო ასევე სხვადასხვა სამეცნიერო პროექტების შედეგები, მოეწყო სახალისო აქტივობები, ვიქტორინა. ფესტივალში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.
მისი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობაა.