„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე„ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.
საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ერთმანეთს საკუთარ საქმიანობას, მიღწევებსა და მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს გააცნობენ. მათ შორის არის ვანის უნივერსიტეტის აკადემიკოსი, რომელიც აცხადებს, რომ არტანუჯის ციხეზე ჩატარებული არქოლოგიური გათხრების შედეგად აშოტ კურაპალატის საფლავი იპოვეს.
სხვადასხვა თემებზე კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში სექციებად იმუშავებენ.
კონფერენცია უკვე მეოთხედ იმართება. მისი ორგანიზატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტია.
კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა, იყო სიტყვით გამოსვლები და ასევე დააჯილდოვეს წარმატებული მეცნიერები.