შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩილეს ელჩს შეხვდა

19 სექტემბერი 2025, 17:57 106 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩილეს რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ელისეო როდრიგო რუის ორტისის შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ჩილეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაეროში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები. ხაზი გაესვა მათ შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი