სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

20 სექტემბერი 2025, 10:34 101 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ზ. სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გ.ზ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2018 წლიდან იძებნებოდა.

 

სამართალდამცველების მიერ დაკავებული გ.ზ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი