ძლიერი წვიმის შედეგები ბათუმში

20 სექტემბერი 2025, 12:20 332 ნახვა

ბათუმში განვითარებული უამინდობისა და ზღვაზე შტორმული ვითარების გამო, ახალ ბულვარში "აკვა-პარკი”-ს მიმდებარე ტერიტორია სილითა და ქვა-ღორღით დაიფარა. მცირედით დაზიანდა საპლაჟო ინფრასტრუქტურა. შტორმის შედეგად დაზიანებული სივრცეების და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში დილიდან მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს და შპს “სანდასუფთავების” მობილური ჯგუფები არიან ჩართულები.

ცნობისთვის, სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ასევე ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი