ქედაში სახლი ჩამოინგრა არიან დაშავებულები

20 სექტემბერი 2025, 12:18 1027 ნახვა

სოფელ დოხოძეებში მეწყერმა ვარშანიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ღამის საათებში განვითარებული მეწყერის დროს სახლში 8 წევრი იმყოფებოდა, მათ სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. ორი მათგანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მრავალწევრიან ოჯახს აქვს გეოლოგების დასკვნა. ის მერიის მიერ ქირითაა გაყვანილი. გარდა ამისა, უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. სოფელ კოლოტაურში მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ასევე მდინარე აკავრეთას ადიდების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი