ნინუების ხუთსულიან ოჯახს ბინა გადაეცა

20 სექტემბერი 2025, 12:12 107 ნახვა

ნინუების ხუთსულიანი ოჯახი "თბილისობას" ახალ სახლში შეხვდება - თეიმურაზ ნინუას ოჯახს, რომელსაც მერიის უწყებათაშორისმა კომისიამ უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა, სოციალური საცხოვრისი გადაეცა.

ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამოთახიანი ბინა თბილისის მერიის „უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცა.

იმ ოჯახებს, რომელთაც თბილისის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ მინიჭებული აქვთ უსახლკაროს სტატუსი, საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით, მუნიციპალიტეტის მერიის რესურსის შესაბამისად, რიგითობის მიხედვით, ეტაპობრივად გადაეცემათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ 400 ოჯახის სრულად დაკმაყოფილების პროცესი, რომელთაც სტატუსი 2022 წლამდე მიენიჭათ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი