ქედის მუნიციპალიტეტის მერია ქედაში სტიქიის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სახლი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში და ოჯახი ჩართული იყო ,,სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში".
"ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რვა წევრიანი ოჯახი ჩართული იყო ,,სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში".
ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას", - აცხადებენ ქედის მერიაში.