ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ხელვაჩაურის მერია

20 სექტემბერი 2025, 14:38 107 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ, ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, რომელიც პირადად გაეცნო მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტთან კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სტიქიის შედეგების აღმოფხვრა.

„სტიქიის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე სახლი და საპიკნიკე ზონა. ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ ეტაპზე სიმშვიდე ნარჩუნდება", – განაცხადა ზაზა დიასამიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი