ფესტივალი „ ოქროს ტალღა“

20 სექტემბერი 2025, 14:58 83 ნახვა

ბათუმში საქველმოქმედო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“  ბათუმის მერიის, აფხაზეთის მთავრობის და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, იმართება, გამოფენა გაყიდვებსა და კონცერტს მოიცავს. ფესტივალში  ბენზეში მცხოვრები დევნილი ოჯახები აფხაზეთიდან, და  ქობულეთიდან შშმ პირები  არიან მოწვეულები.

საქველმოქმედო მარათონი წელს პირველად ტარდება აკადემია გვირილას ორგანიზებით. მისი მიზანი მხატვრული ნამუშევრების დახურული სივრციდან ღია სივრცეში გადანაცვლება და მისი პოპულარიზაციაა. ფესტივალი ხვალ ბათუმის საზაფხულო თეატრში კონცერტით დასრულდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი