ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ

20 სექტემბერი 2025, 14:59 80 ნახვა

ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე 50 სასულიერო პირს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

მინისტრმა სასულიერო პირებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და სკოლებში ღირებულებითი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღირებულებითი განათლების პროგრამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით შემუშავდა და ის საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე,  ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი