სტიქია  ხელვაჩაურში

20 სექტემბერი 2025, 15:03 223 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტთან კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სტიქიის შედეგების აღმოფხვრა.უხვი ნალექის შემდეგ, მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა და დააზიანა ინფრასტრუქტურა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი