ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია სტუდენტებისთვის

20 სექტემბერი 2025, 14:57 133 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია "ტარიელ ფუტკარაძის სახელობის" სტიპენდიის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. 500 ლარიან სტიპენდიას წელს ექვსი სტუდენტი მიიღებს. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტები შუახევის მერიის კანცელარიაში, 1 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს. ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის გაცემის მიზანი სწავლაზე ორიენტირებული, წარმატებული და მოტივირებული სტუდენტების წახალისებაა. პროგრამა 2021 წლიდან ფუნქციონირებს და სტიპენდია ჯამში 25 სტუდენტზე გაიცა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი