სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ში

20 სექტემბერი 2025, 14:58 103 ნახვა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ დღეს სრულდება. კონფერენცია, რომელიც 10 სექციად მიმდინარეობდა, აერთიანებს სამეცნიერო მოხსენებებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წელს დაახლოებით სამასამდე ნაშრომი იყო წარმოდგენილი, რომელთა თემატიკაც განსხვავდებოდა და მოიცავდა მათ შორის შავი ზღვის რეგიონის ისტორიას, არქეოლოგიასა და ეთნოლოგიას. ორგანიზატორების განცხადებით, მოხსენებების ნაწილი დაიბეჭდება ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალში.

კონფერენცია “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ წელს მეოთხედ ტარდება. ღონისძიება სამეცნიერო ფესტივალის “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში  გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი