თბილისობა 2025

20 სექტემბერი 2025, 17:52 101 ნახვა

დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება. ადგილზე  სტუმრებს დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები დახვდებათ.

დაგეგმილია საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები. აბანოთუბანში მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“. დღესვე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. „თბილისობა“ ხვალ ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტით დასრულდება.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი