შტორმის შედეგები სანაპიროზე

20 სექტემბერი 2025, 17:53 149 ნახვა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ბათუმის ზღვისპირა ზოლში. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით,  ბათუმში განვითარებული უამინდობისა და ზღვაზე შტორმული ვითარების გამო, ახალ ბულვარში "აკვა-პარკი”-ს მიმდებარე ტერიტორია სილითა და ქვა-ღორღით დაიფარა. მცირედით დაზიანდა საპლაჟო ინფრასტრუქტურა.

მათივე ცნობით, შტორმის შედეგად დაზიანებული სივრცეების და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში დილიდან მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში სსიპ “ბათუმის ბულვარი”-ს და შპს “სანდასუფთავების” მობილური ჯგუფები არიან ჩართულები.

ცნობისთვის, სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ასევე ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

„ ბათუმის წყლის“ განცხადებით სათავე ნაგებობაზე წყლის სიმღვრივის მიზეზით, ბათუმში აბონენტთა ნაწილს დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეეზღუდება და აღდგენა 23 საათზე დაიწყება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი