დასავლეთ საქართველოში კვლავ არის მოსალოდნელი ძლიერი წვიმა, ელჭექით. ამის შესახებ მოსახლეობას მეტეოროლოგი აფრთხილებს.კობა ფარტენაძის ინფორმაციით ზღვაზე შენარჩუნდება შტორმი, მდინარეების ადიდება კი მაქსიმუმს მიაღწევს. მოსალოდნელი უამინდობის შესახებ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.