,,დმანისობის‘‘ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.