პროდუქციის ექსპორტი გასულ წელტან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა

21 სექტემბერი 2025, 11:49 100 ნახვა

2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.„ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 18.3 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და 113.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული. 

თხილის ექსპორტის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა – 4.4 მლნ აშშ დოლარით და 6.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.გარდა ამისა, ევროკავშირში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი