გივი მიქანაძემ ქვემო-ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა და დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.სოფელ დიდი დმანისის სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოა, რომელიც 500 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და განათლებისათვის საჭირო ყველა პირობით.