სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რომელიც დააბალანსებს ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის და ეკონომიკურ ინტერესებს, უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე კერძო სექტორის მდგრად განვითარებას.
შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გაამახვილეს ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვითი გამოწვევაა.
საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონი ერთეულ, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთს მოიხმარს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე