სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,მეტალ +“-მა , რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, დანარჩენი კი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ ჩარიცხულ თანხებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა 680 682 ლარია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე