საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

23 სექტემბერი 2025, 10:25 108 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით  1992 წელს დაბადებული, კუბის მოქალაქე რ.პ. დააკავეს.

შსს- სცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა, რ.პ. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს,  სარეალიზაციოდ   დაფასოებული, 17 შეკვრა  ნარკოტიკული საშუალება  "მეთადონი".

პოლიციამ რ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა  მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე