ბათუმში დასრულდა ტურისტული ფესტივალი „განდაგანა“. ევროპის მოედანზე სახელდახელოდ მოწყობილს სცენაზე ათეულობით ადგილობრივმა და მოწვეულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა კონცერტები გამართეს.
წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ისე კულინარიული ნიმუშები.
ადგილობრივ მეწარმეებს გამოფენილი ჰქონდათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და საწარმოო ნიმუშები, რომელტა გამოფენა-გაყიდვა სპეციალურ პავილიონებში იყო მოწყობილი.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, წლევანდელი ფესტივალი წარმატებული იყო და მას ათასობით ადგილობრივი და სხვა ქვეყნის ვიზიტორი სტუმრობდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე