თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა. ძეგლი პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა გახსნეს.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეფის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომლის მმართველსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს - საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა.
ძეგლი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე