თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, სავარაუდოდ, სუს-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია დაახლოებით 1 საათის წინ გამოცხადდა.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო ტერიტორია ყველა პირს დაატოვებინეს, ასევე, ყველა სასამართლო პროცესი შეწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე სასამართლოს შენობაში ბომბის შესახებ შეტყობინებას შეეხება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე