საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა 

24 სექტემბერი 2025, 14:06 116 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაობი მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გააცნო. 

კახეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17კმ-იან მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, გზის საფუძვლის მოწყობა, კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა, რკინა-ბეტონის ხიმინჯების მოწყობა, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი სატრანსპორტო კვანძი სოფელ ბადიაურთან,  4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი.

საგარეჯო-ბადიაურის 4-ზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია ყველაზე მნიშვნელოვან, 35 კმ-იან მონაკვეთზე. საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 276.7 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე