გეკა გელაძე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

24 სექტემბერი 2025, 14:22 140 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შსს-ს ცნობით, მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან, დავით თამაზაშვილისგან და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირებისგან სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის, მათ შორის სანაპირო დაცვის, სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილეს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე