საქართველოს რთველის საკოორდინაციო შტაბში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. რთველის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა.
აღინიშნა, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდება.
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის, გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი, გასული დღე-ღამის განმავლიბაში კი მიმდინარე წლის რთველის სეზონზე რეკორდული რაოდენობის - 14 ათასამდე ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 50 ათას ტონამდე საფერავი, 52 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე