აშშ-ის ვაჭრობის მდივანს გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით - პრეზიდენტი

24 სექტემბერი 2025, 16:46 121 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შეხვდა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს გადასცა ქართველი ხალხის გზავნილი, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი. ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული.

მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე